Tuesday, November 17, 2009
Sunday, November 15, 2009
Saturday, November 14, 2009
გარემოს დაბინძურება
1. პროექტის სახელი:
გარემოს დაბინძურება
2.პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი ეხება გარემოს დაბინძურების თემას, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია და მისი მრავალი ფორმა არსებობს. აღნიშნულ პროექტში განხილული იქნება მხოლოდ სამი მათგანი: წყლის, ჰაერის და ატომური დაბინძურება.
3. პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები შეეცდებიან მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული თემის ირგვლივ და შემდგომ ის ერთმანეთს გაუზიარონ. გამართონ დისკუსიები ინგლისურ ენაზე. მოიძიონ ინფორმაცია თუ რა იწვევს წყლის, ჰაერის და ატომურ დაბინძურებას, გააანალიზონ აღნიშნული მიზეზები და მათი შედეგები. იმსჯელონ შედეგების თავიდან არიდების სავარაუდო გზებზე.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოსწავლეებმა გააანალიზონ, რომ ისინი გარემოს ნაწილს წარმოადგენენ და თითოეულ მათგანს აკისრია პასუხისმგებლობა მის დაცვაზე. მოსწავლეები საგრძნობლად გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს გარემოს თემაზე. გამოუმუშავდებათ აზრის გადმოცემის უნარი ინგლისურ ენაზე.
4.მონაწილეთა ასაკი:
12-14 წელი.
5. ვადები\ხანგრძლივობა:
ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლეები ინტერნეტით წინასწარ მოძიებული მასალებით გააკეთებენ ზეპირ პრეზენტაციებს. ისინი მოისმენენ ერთმანეთის პრეზენტაციებს და დაუსვამენ შეკითხვებს ერთმანეთს. პრეზენტაციიდან ამოღებული საკვანძო წინადადებებით დაამზადებენ კედლის გაზეთს, რომელიც გაფორმდება მათივე ნახატებით. გამართავენ დისკუსიებს. მოსწავლეთა ჯგუფები მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს ინტერნეტით მოძიებული სურათების საშუალებით და უჩვენებენ ერთმანეთს. მოძებნიან თემატიკის ამსახველ ვიდეო მასალას ინტერნეტით, რის შემდეგაც გააკეთებენ თავიანთ კომენტარს ნანახის შესახებ.
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და მოიფიქრებენ თუ რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს.
7. მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
კედლის გაზეთები, ელექტრონული პრეზენტაციები, მოძიებული ვიდეო მასალები.
8.სარგებელი სხვებისთვის
მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ მასალას უჩვენებენ თანატოლებსაც, გამოფენენ კედლის გაზეთებs, უჩვენებენ პრეზენტაციებს კომპიუტერის საშუალებით.
9. სამუშაო ენა
ინგლისური, ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან
- - -
11.საგნებთნ\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ა) გეოგრაფია
მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა არის გარემო, გაეცნობიან გარემოს დაბინძურების სახეებს, მიიღებენ ინფორმაციას გლობალური დათბობის შესახებ.
ბ) ხელოვნება
მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი ფანტაზიით მოამზადონ ნახატები ან დახატონ კედლის გაზეთზე. ამით ისინი გამოავლენენ ხატვის, ფანტაზიის უნარს და მიეცემათ საშუალება ხატვის საშუალებით გამოხატონ საკუთარი ნააზრევი.
გ) ინფორმატიკა
მოსწავლეები ისწავლიან პრეზენტაციებს მომზადებას საპრეზენტაციო პროგრამით, ვიდეო და ფოტო მასალის მოძიებას საძიებო სისტემებით.
12. პროექტის ფასილიტატორი
ლ. შუბაშიშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა
likunia24@gmail.com
14.პროექტის ფორუმი
- - -
15.პროექტის ვებ.გვერდი\ბლოგი
likunia24.blogspot.com

Subscribe to:
Posts (Atom)